ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი გამოაქვეყნა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2230 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2265 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 24 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2372 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5561 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.