რა ღირს ერთი დოლარი 31 მარტის მონაცემებით?
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0837 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0992 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 30 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1013 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4496 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.