ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0800 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0775 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 31 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0896 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4276 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.