დღის ფრაზა
როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს - ბორის ჯონსონი
როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდოში უკრაინის საელჩოს ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ვერ გატეხს.

"როგორც არ უნდა ეცადოს პუტინი, ის ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს. ამას აჩვენებს ის გამოფენა, რაც ამ ღამით ვნახეთ. ის ვერასდროს დაამარცხებს დაუოკებელ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც უკვე მოიგერიეს რუსული არმია კიევის კარიბჭეებთან.
სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა იქნება თავისუფალი და სუვერენული, უკრაინა კვლავ აღდგება.

ეს ბრძოლა იმდენად მკაფიოა, ყოველგვარი მორალური გაურკვევლობის გარეშე, რასაც მე ვხედავ, ბრძოლა თავისუფლებასა და ჩაგვრას, დემოკრატიასა და ტირანიას, დამოუკიდებლობასა და იმპერიალიზმს შორის, სინათლესა და სიბნელეს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ამიტომ ვფიქრობ ასე",
- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ასევე ნახეთ:

| Print |