დღის ფრაზა
"პატრიარქმა საკუთარი თავი არ უნდა დაამდაბლოს პუტინის დამხმარე ბიჭამდე" - პაპი ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კირილს მოუწოდებს, არ გახდეს პუტინის მსახური. ამის შესახებ ფრანცისკემ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ფრანცისკეს თქმით, მან კირილი რუსეთის პატრიარქი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების პოზიციის გაზიარების გამო გააკრიტიკა.
„მე მასთან 40 წუთის განმავლობაში ვისაუბრე Zoom-ით. პირველი 20 წუთის განმავლობაში ის ფურცლით ხელში მიკითხავდა ომის გამამართლებელ ყველა მიზეზს.
მე მას მოვუსმინე და ვუთხარი: მე ამის შესახებ არაფერი მესმის. ძმაო, ჩვენ ხელისუფლების სასულიერო პირები არ ვართ, ჩვენ არ უნდა ვიყენებდეთ პოლიტიკის ენას, არამედ იესოს ენით უნდა ვსაუბრობდეთ.
ჩვენ ერთი ღმერთის წმინდა ფარის მწყემსები ვართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ მშვიდობის გზა, უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. პატრიარქმა საკუთარი თავი არ უნდა დაამდაბლოს პუტინის დამხმარე ბიჭამდე.“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :