უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები გაძვირდება - ბანკების ასოციაცია
ამერიკის შეერთებულ შტატების რეფინანსირების სესხებზე საპორცენტო განაკვეთი რეკორდულ ნიშნულზეა, უფრო კონკრეტულად, ფედრეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით გაზარდა. FED-ის ძირითადი განაკვეთი 2.25-2.5%-ის ფარგლებში მერყეობს. როგორც ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძე-მ „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულ ფონზე მოსალოდნელია, რომ საქართველოში უცხოურ ვალუტაზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 3-4%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, არსებულ რეალობაში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უკვე გაზრდილია დაახლოებით 0.5%-ით.
„უკვე მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 3%-ით გაიზრდება, ან შესაძლებელია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იყოს და 4%-ს მიაღწიოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული დღემდე საპროცენტო განაკვეთები უკვე გაზრდილია 0.5%-ით და როგორც დასაწყისში გითხარით, მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 7.31%-ით განისაზღვრა.