ეკონომიკა
საქართველოში საკვებისა და სასმელის იმპორტმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა - რას ვყიდულობთ საზღვარგარეთ
იმპორტირებული საკვები და სასმელი პროდუქტების მოცულობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 6 თვეში საქართველომ 650 828 ტონა პროდუქტი შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 534 058 ტონა, 2020 წლის 6 თვეში - 621 086 ტონა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში - 562 144 ტონა.
გთავაზობთ საკვები და სასმელი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა საქართველომ:
- ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის - 78 083 ტონა (29,393 მლნ აშშ დოლარი)
- შაქარი - 56 660 ტონა (32,779 მლნ აშშ დოლარი)
- ხორბალი და მესლინი - 50 104 ტონა (16,749 მლნ აშშ დოლარი)
- დამუშავებული მარცვლოვანების მარცვალი - 47 657 ტონა (13,940 მლნ აშშ დოლარი)
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 29 359 ტონა (41 127 მლნ აშშ დოლარი)
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 23 481 ტონა (11 623 მლნ აშშ დოლარი)
- ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები - 23 120 ტონა (3,928 მლნ აშშ დოლარი)
- მარგარინი - 20 626 ტონა (36,758 მლნ აშშ დოლარი)
- ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი -19 920 ტონა (14,892 მლნ აშშ დოლარი).
- ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 19 402 ტონა (6,513 მლნ აშშ დოლარი)
გააზიარეთ :