ეკონომიკა
10 პროდუქტი და მომსახურება, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა
2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
გთავაზობთ 10 პროდუქტს/მომსახურებას, რომელიც აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.
- სანოტარო გადასახდელი - 95,6%-ით;
- სიმინდის ფქვილი - 76,6%-ით;
- ასლის გადაღება - 51,1%-ით;
- მარგარინი - 46%-ით;
- დიზელის საწვავი - 45%-ით;
- სარეცხი საპონი - 42,9%-ით;
- ვაფლი კრემით - 40,2%-ით;
- ხორბლის ფქვილი - 39,3%-ით;
- ქალის ზამთრის პალტო - 36,5%-ით;
- მანდარინი - 36,3%.
გააზიარეთ :