„დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება“ - მთვრალაშვილი
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის ღირებულების ვარდნის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება. დღეის მდგომარეობით Urals-ის ფასი ბოლო დღეში დამატებით 4.2%-ით დაეცა და ბარელის ღირებულებამ 55 დოლარი შეადგინა. შემცირების ტენდენციაა დასავლურ ბირჟებზეც, სადაც ბარელი Brent-ის ღირებულება 77 დოლარამდეა შემცირებული, WTI Crude-ის ფასი კი 72 დოლარს შეადგენს.
რა გავლენას იქონიებს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება საწვავის ადგილობრივ ბაზარზე და როდიდან შეიძლება აისახოს ეს ცვლილებები გასამართ სადგურებზე - ამ კითხვებით BM.GE-მ „გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილს მიმართა. დარგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ბენზინის ფასი შემცირების ტენდენციით ხასიათდება და ეს ტენდენცია, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დეკემბერშიც გაგრძელდება, თუმცა ვერ აზუსტებს რა პერიოდში შეიძლება კლება სადგურებზე აისახოს.
„ადგილობრივ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ფასი შეუქცევადად მცირდება. დიდი ქსელი იქნება ეს, საშუალო თუ მცირე ქსელი ფაქტობრივად ფასების ვარდნასთან გვაქვს საქმე. არაბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება დღეს უკვე 2.40 ლარია. ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებით და ლარის კურსის გამყარებითაა განპირობებული. აქედან გამომდინარე საბითუმო ბაზარზეც ფასები საკმაოდ შემცირებულია. ლოგიკურად, დეკემბერში ეს შემცირება გაგრძელდება“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
ცნობისთვის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სხვადასხვა ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დღეისთვის საწვავის ფასი ასეთია:
Socar
სუპერი – 3.75 ლარი
პრემიუმი – 3.258 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.95 ლარი
დიზელი – 3.79 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
Wissol
ეკო სუპერი – 3.69 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.29 ლარი
ევრო რეგულარი – 3.04 ლარი
ევრო დიზელი –3.94 ლარი
ეკო დიზელი – 3.99 ლარი
დიზელ ენერჯი – 3.89 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
Lukoil
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3,73 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3.04 ლარი
ევრო დიზელი –3.94 ლარი
Rompetrol
სუპერი – 3.74 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.34 ლარი
ევრო რეგულარი – 3,14 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.99 ლარი
ევრო დიზელი – 3,94 ლარი
Gulf
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
რეგულარი – 2.89 ლარი
ევრო დიზელი – 3.94 ლარი
დიზელი – 3.84 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Portal
პრემიუმი – 3.20 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3.87 ლარი
effect დიზელი – 3,65 ლარი
დიზელი – 3.55 ლარი.