რამდენია ფარავანჰესის მოგება 2022 წელს
ფარავანჰესი, რომელიც 2014 წელს გაიხსნა, თურქული საინვესტიციო ჰოლდინგის, “ანადოლუ ჯგუფის” $200 მილიონიანი ინვესტიციით აშენდა.
კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ჰესმა ელექტროენერგიის გენერაციით 46.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, სადგურის წმინდა მოგება 29 მილიონი ლარი იყო.
მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 87 მეგავატს შეადგენს. მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს 14 კილომეტრის სიგრძის სადერივაციო გვირაბს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ფარავანი მდინარე მტკვარში ჩაედინება, სოფელ ხერთვისში.
ფარავანის ჰესის პროექტი ასევე მოიცავს 33 კმ სიგრძის 220 კვ ძაბვის გადამცემ ხაზს. გადამცემი ხაზი გადის ახალციხის ქვესადგურთან, რომელიც თავისმხრივ უკავშირდება შავი ზღვის გადამცემ ხაზს, რითიც საქართველო თურქეთს უკავშირდება.
ჰიდროელექტროსადგურის 90%-ს “ანადოლუ ჰოლდინგი” 10%-ს კი EBRD ფლობს.
სადგურის აქტივების მოცულობა 247 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 239 მილიონია.
87-მეგავატიანი ჰესი, ყველაზე დიდი ჰესია, რაც ბოლო 35 წლის მანძილზე გახსნილა საქართველოში.
„ფარავანჰესი“ წელიწადში 410 მილიონ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.