ნავთობის ფასი გაიზარდა
2023 წლის 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კერძოდ, მათივე ცნობით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80,99 (+1,05) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 74,11 (+0,72) დოლარი/ბარელზე.