2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ განიხილა. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს, რომ ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, ბიუროს სხდომაზე განიხილონ, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცონ.
ცნობილია, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს უმცირესობის ნაწილი მხარს არ დაუჭერს.
წარმომადგენლობით ორგანოში ამბობენ, რომ მერიამ, ბიუჯეტის პროექტში, ადგილობრივების შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა.
ოპოზიციას კითხვები აქვს შემცირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტი გარდამავალი ნაშთის ხარჯზე შემცირდა. საკრებულოში აღიარებენ, რომ მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტი, საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან, შედარებით ნაკლებ თანხას მიიღებს.