ეკონომიკა
საქართველოში ყალბი ფულის ბრუნვა გაიზარდა
ყალბი ფულის ბრუნვა საქართველოში გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მათ შორის, 2022 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან (2021 წელი) შედარებით 41.4%-ით გაიზარდა, ხოლო ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა - 2.7-ჯერ არის შემცირებული.
„2022 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან (2021 წელი) შედარებით გაიზარდა 41.4%-ით, ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 89.5%-ით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.1-ჯერ. აგრეთვე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 44.6 პროცენტით.
რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას, 2021 წელთან შედარებით შემცირდა 2.7-ჯერ,“- აღნიშნულია ანგარიშში.
გააზიარეთ :