ზიკილიაში ,,მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს და მედია სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჰიდროელექტროსადგური 53 მეგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, პროექტიში 500–მდე ადამიანია დასაქმებული.მისი განხორციელებისათვის 131 მლნ დოლარი დაიხარჯება.
2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა ,,მტკვარი ჰესი“ შეიძინა და სამუშაოები დაიწყო. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით პროექტში უკვე ინვესტირებულია 53 მლნ ამერიკული დოლარი. ამ ეტაპზე 9 კმ–იანი გვირაბიდან 3კმ–ია გაყვანილი.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2017 წელს 1500 მცირე, საშუალო და მსხვილი პროექტის განხორციელებას აპირებს. ზურაბ ალავიძის თქმით ,,მტკვარი ჰესის“ გვირაბი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც სიგრძის მიხედვით ქვეყნის ათეულში შედის.
მტკვრის ჰიდროელექტროსადგური არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ნაგებობას მოიცავს, მისი ერთ–ერთი ძირითადი ნაწილი გვირაბია. მისი დასრულების შემდეგ ეს იქნება ქართული კომპანიის წარმატებული მსოფლიო დონის ნაგებობა საქართველოში –განმარტავს შპს ფერის აღმასრულებელი დირექტორი.
,,მტკვარი ჰესის“ მშენებლობის მემორანდუმს ხელი 2009 წელს მოეწერა, სამუშაოები 2 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2014 წელს განახლდა. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმება.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე