ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6209 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6209 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8665 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8674 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.