ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8490 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0243 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.2805-ია, 100 რუსულ რუბლს 3.1787 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0875-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0584 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0767 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0183 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.