ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8646 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8490 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.3447-ია, 100 რუსულ რუბლს 3.2000 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0877 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0763 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0179 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გააზიარეთ :