რა ღირს შაქარი, ფქვილი და სხვა პროდუქტი ახალციხეში
ერთ კვირაზე მეტია ფასი შეიცვალა ფქვილზე, შაქარსა და სხვა პროდუქტებზე. ერთი ტომარა პირველი კლასის ფქვილი 55 ლარია, პრემიუმ ფქვილის ფასი კი 85-100 ლარის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად ფქვილის ფასის შემცირებისა, ფასი არ შეცვლილა პურზე.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გაძვირდა შაქარი. ერთი ტომარა 128 ლარი ნაცვლად 133 ლარად შეგიძლიათ იყიდოთ.
ფასი მოიმატა ყავამ და წიწიბურამ.