ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8625 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8689 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.3562-ია, 100 რუსულ რუბლს 3.2352 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0873 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0680 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0723 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.