ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
2 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.79 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7937 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.77 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9937 ლარი გახდა.
1.75 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5321 ლარი გახდა.
ლარი ლირასთან მიმართებითაც გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 8.54 თეთრი შეადგინა.