მშენებლობა კიდევ გაძვირდა
მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ცვლილება განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6%-ით ზრდით.
ამასთანავე, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.4%-ით. ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5 პროცენტიანი გაძვირებით.
2024 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის წლიური ზრდის გამომწვევი მიზეზი, შემდეგ კატეგორიებში ხარჯების მატებაა:
სამშენებლო მასალები - 2.7%;
ხელფასები - 4.62%;
მანქანა-დანადგარები - 0.21%;
ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია - 0.76%;
სხვა ხარჯები - 0.13%.