ვალუტის კურსი შეიცვალა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7068 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0101 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 6.9784-ია, 100 რუსულ რუბლს 3.1130 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0808-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9451 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9566 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.