მთავრობამ სტიქიით დაზარალებული სამცხე-ჯავახეთისთვის 2 მილიონ 109 ათასი ლარი გამოყო
სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 117 217 000 ლარი გამოუყო.
შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფინანსურ დახმარებას ჯამში ცხრა რეგიონის 43 მუნიციპალიტეტი მიიღებს. განკარგულება სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტს - ახალციხეს, ასპინძას, ადიგენსა და ბორჯომს შეეხო.
მთავრობამ სტიქიით დაზარალებულ სამცხე-ჯავახეთს 2 მილიონ 109 ათასი ლარი გამოუყო, მუნიციპალიტეტების მიხედვით თანხა შემდეგნაირად განაწილდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტი - 380 ათასი ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტი - 1.185 მლნ ლარი;
ასპინძის მუნიციპალიტეტი - 500 ათასი ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი - 44 ათასი ლარი;