როგორია ხვალინდელი დღის ვალუტის კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6911 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 6.9424-ია, 100 რუსულ რუბლს 2.9555 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0790 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.