საქართველოდან რუსეთში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა
2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 562 ათასი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ ტურისტული სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2024 წელს მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების 39%-მა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (18%), ევროკავშირი (16%) და სომხეთი (12%).
„აღსანიშნავია, რომ რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (32%), ხოლო თურქეთში, სომხეთსა და ევროკავშირში განხორციელებული ვიზიტები ოდნავ შემცირდა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების (რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუდმივად უცხო ქვეყანაში ცხოვრობს) მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 562 ათასი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ ტურისტული სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2024 წელს მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების 39%-მა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (18%), ევროკავშირი (16%) და სომხეთი (12%).
„აღსანიშნავია, რომ რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (32%), ხოლო თურქეთში, სომხეთსა და ევროკავშირში განხორციელებული ვიზიტები ოდნავ შემცირდა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2024 წლის მე-2 კვარტალში 594 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დანახარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია, კერძოდ, დანახარჯების უდიდესი ნაწილი კვლავ საყიდლებს (38%), კვებასა (26%) და ტრანსპორტირებას (15%) უკავია"-ნათქვამია კვლევაში.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელის მე-2 კვარტალში საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრების ან ნათესავების მონახულება, რასაც მოსდევდა საყიდლები. 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთა მთავარ მიზანსაც პროფესიული ვიზიტები წარმოადგენდა, მათი წილი კი, ვისთვისაც მოგზაურობის მთავარი მიზანი რეკრეაცია იყო, გაიზარდა.