რა თანხა შევიდა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადებიდან
მიმდინარე წლის 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 15.172 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც თითქმის 32% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ფიზიკური პირების შემოსავლებიდან სახელმწიფო ხაზინაში 4.804 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 4.049 მლრდ ლარი.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.
ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ხაზინაში 22.739 მლრდ ლარი შევიდა.