რომელი პროდუქტებით ვაჭრობს საქართველო ჩინეთთან
ძვირფასი ლითონები, სპილენძის მადნები, სამედიცინო ინსტრუმენტები, ნატურული ღვინო - ეს იმ საქონლის ძირითადი ჩამონათვალია, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ჩინეთში საქონლის ექსპორტიდან 202 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ჩინეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები (ვერცხლის გარდა) გაყიდა. ჯამში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 122.1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
იმ საქონლის ათეულში, რის ექსპორტიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო, მეორე ადგილზეა ურცი, დაფნის ფოთოლი და სუნელ-სანელებლები. შემოსავლებმა ამ შემთხვევაში 24.4 მლნ აშშ დოლარამდე მიაღწია. მესამე ადგილს კი იკავებს სპილენძის მადნები ექსპორტიდან მიღებული 20.2 მლნ დოლარზე მეტი შემოსავლით.
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან საქართველოში 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტში უდიდესი ნაწილი თვითმცლელ ავტომობილებს ეკავა.