რომელი პროდუქტი გაძვირდა სექტემბერში ყველაზე მეტად
2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3% ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8% იყო.
სტატისტიკის მიხედვით, წელს, სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად გაძვირდა ნიორი, კივი და მანდარინი.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის ფასმაც, წელს სექტემბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად მოიმატა:
ნიორი - 74.3%;
კივი - 52.1%;
მანდარინი - 38%;
ლიმონი - 35.4%;
კიტრი - 27%;
ფორთოხალი - 23.6%;
პომიდორი - 21.7%;
ბრინჯი - 18.8%;
ღვინო ჩამოსასხმელი - 16.6%;
ვაშლი - 11,2%.