ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა
ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები თვიურად 627 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 1.033 მილიარდი აშშ დოლარით არის შემცირებული.
ამავე ცნობით, ოქტომბერში სავალუტო რეზერვები თვიურად 640.5 მილიონი აშშ დოლარით, წლიურად კი 1.671 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.