როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0424-ია, 100 რუსულ რუბლს 2.7873 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0793-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9345 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9389 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.