საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას ესწრება. ღონისძიებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი პირები მართავენ.
„მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი 131 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა.
პრეზინტაციის შემდეგ, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მედიის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები 53 მგვტ სიმძლავრის ჰესის მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ.