ეკონომიკა
ახალციხის მუნიციპალიტეტი 2025 ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს
ახალციხის მუნიციპალიტეტს საკრებულოს მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წარმომადგენლობითი ორგანო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის, ასევე 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვას იწყებს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლომიძის 18 ნოემბრის ბრძანებაშია ნათქვამი, დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ, როგორც მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, ასევე 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები, საკრებულოს აპარატში 25 ნოემბრამდე.
როგორც, საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დამტკიცდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტსა და 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს აქვეყნებს.
გააზიარეთ :