რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტმა 580.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო რუსეთიდან იმპორტმა 1 481.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში რუსეთი 2 061.5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო ბრუნვით საქართველოს 10 მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მე-2 ადგილზეა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 161.2 მლნ აშშ დოლარი;
სპირტიანი სასმელები - 128.8 მლნ აშშ დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 68.1 მლნ აშშ დოლარი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 53.4 მლნ აშშ დოლარი;
ფეროშენადნობები - 32.2 მლნ აშშ დოლარი.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 438.2 მლნ აშშ დოლარი;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 122 მლნ აშშ დოლარი;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 82.5 მლნ აშშ დოლარი;
ხორბალი და მესლინი - 62.8 მლნ აშშ დოლარი;
კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ანტორფისაგან - 39 მლნ აშშ დოლარი.