როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8049 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8136 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0759-ია, 100 რუსულ რუბლს 3.1735 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი 0.0770 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9362 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ორშაბათამდე იქნება.