რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს უქმეებზე?
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0268 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7. 0751-ია, 100 რუსულ რუბლს 3.1596 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი 0.0764 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9031 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9510 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0479 ლარი შეადგინა.