სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი გაიზარდა
ქართული წარმოების სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი თანხობრივად 2 824-ჯერ, მოცულობაში კი 6 297-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა 6 612 ტონა სპილენძი, რის ჯამურმა ღირებულებამაც 13.84 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 4 920 დოლარის ღირებულების 1.05 ტონა სპილენძის ექსპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს სპილენძის უდიდესი ნაწილი ბულგარეთსა და ჩინეთში გავიდა. კერძოდ, იანვარ-თებერვალში ბულგარეთში გავიდა 10.48 მილიონი დოლარის 4 777 ტონა სპილენძი, ხოლო ჩინეთში 3.35 მილიონი დოლარის 1 834 ტონა.
გარდა ამისა, სპილენძის მადნების ექსპორტი განხორციელდა იტალიაში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ყაზახეთში, თუმცა, მათი წილი მცირედი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლია იანვარ-თებერვალში სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 3.6-იანი წილი ჰქონდა.