ელექტრომობილების იმპორტი თითქმის 100%-ით გაიზარდა
ელექტრომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 927 ერთეული (16,388 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავის მქონდე მანქანა შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაქსიმალურ მაჩვენებელია. ამასთან, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-თებერვლის პერიოდში ერთი ელექტრომობილის საშუალო საიმპორტო ღირებულება 17.7 ათასი აშშ დოლარია, წინა წლის იგივე პერიოდში 20.4 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე. შესაბამისად, ავტომობილის მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, ღირებულება შესაძლოა, უფრო მეტი, ან ნაკლები იყოს)
წელს 2 თვეში ელექტრომობილების მთავარი იმპორტირების სამეულია: აშშ, ჩინეთი და ბელგია.