სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ახალი ტარიფები არ გავრცელდება - აშშ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა საკვანძო ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ახალი ტარიფები არ გავრცელდეს.
ამერიკის საბაჟო სამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სმარტფონებზე, კომპიუტერებზე, ნახევარგამტარებსა და მეხსიერების ბარათებზე აღარ გავრცელდება არც 10%-იანი გლობალური ტარიფები და არც ჩინური იმპორტისთვის დაწესებული 125- პროცენტიანი გადასახადები.