ლარი გამყარებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0419-ია, 100 რუსულ რუბლს 3.3965 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი 0.0711-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1012 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1219 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0207 ლარი შეადგინა.