ახალციხის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე „მტკვარი
ჰესის“ მშენებლობა “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით
გაგრძელდება. ამ დროისთვის პროექტი შეჩერებულია. როგორც
ფონდში აცხადებენ, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 100
მლნ. ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰესისდადგმული სიმძლავრე
53,3 მგვტ-ი იქნება. ელექტრო ენერგიის წლიური გამომუშავება კი – 255,2
გეგავატი. სთ.
მტკვარი ჰესის გარდა “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით, საქართველოში ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენიწყალზე ჰესების კასკადი აშენდება. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 347 მგვტ-ი იქნება, წლიური გამომუშავება 1,755 გეგავატ სთ-ს გაუტოლდება. ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 679 მლნ. ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
“ამ ეტაპზე დასრულებულია პროექტის სრული ტექნიკურ–ეკონომნიკური შესწავლის პროცესი და მიმდინარეობს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორება.
– განმარტავენ “თანაინვესტირების
ფონდში”.