17 იანვრიდან სესხების ,,გალარების” პროგრამა დაიწყო
იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე სესხი
დოლარში ჰქონდათ აღებული, გალარების პროგრამაში მონაწილეობა დღეიდან
შეუძლიათ.
აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის გარკვეული კრიტერიუმებია
დაწესებული. გარდა იმისა, რომ სესხი კომერციული ბანკების მიერ, 2015
წლის პირველ იანვრამდე უნდა იყოს გაცემული, ასევე შეზღულია მისი
რაოდენობაც და შემოსავლის ზღვარიც.
ფიზიკურ პირს არ უნდა ჰქონდეს წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი,
ხოლო სესხის სახით 100 ათას დოლარზე მეტი.
"გალარების" პროგრამა მაქსიმუმ 40 ათას დოლარს შეეხება.სესხის
"გალარება" მოხდება დოლართან მიმართებით იმ დღეს არსებული ლარის კურსს
გამოკლებული 20 თეთრის ექვივალენტით და მომხმარებელს შეეძლება
აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის კომერციული ბანკი თავად
აირჩიოს.
"გალარების" პროგრამის შესახებ, ბანკები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს
იმ კლიენტებს გაუგზავნიან, რომლებსაც ეს შეღავათი ეხებათ. ასეთი სულ
33 000 სესხია.
დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანა მოქალაქეებს 17 იანვრიდან ორი
თვის განმავლობაში შეეძლებათ.