1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6543
ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც 17 იანვარს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო. შესაბამისად,
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0541 ლარი
შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8335 ლარია. მაშინ, როცა გუშინ
მოქმედი კურსი 2.8695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.036 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.