ეკონომიკა
კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
გალარების დაწყებიდან მესამე დღეს საქართველოს კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-მე მეტმა ადამიანმა მიმართა - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 100-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სადოლარე სესხი უკვე გაალარა. საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 პროცენტია.

„ვფიქრობთ, გალარების პროგრამით პოტენციური მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა ისარგებლებს. მხოლოდ სამი დღეა გასული, ბანკებში კი არ წყდება სატელეფონო ზარები, ხოლო მიმართვიანობამ 2000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებიათ გალარების პროგრამის პოტენციური მონაწილეების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ინფორმირება. მოსახლეობა ძალიან აქტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ მათთვის საინტერესო და მისაღებია საბანკო სესხების იმ ვალუტაში გადმოტანა, რომელშიც შემოსავალი აქვს“, - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი მზადაა გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის. სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, ვისი წლიური შემოსავალიც 2015 წლისთვის 100,000 ლარზე მეტი არ არის და ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა 100,000 აშშ დოლარზე მეტი არ არის. მაქსიმალური თანხა, რომელსაც გალარება შეეხება, 40,000 აშშ დოლარია.
Facebook Twitter
თეგები: გალარება / სესხი /
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.