1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4817 ლარია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4817 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4817 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 17 მარტს მოქმედებდა, 2.5039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6720 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6844 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს, 18 მარტს შევიდა.