ბიზნეს იდეების კონკურსი და რეკომენდაციები დამწყებ მეწარმეებს
18:50 / 15.05.2017
"მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში" მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ პირს შეუძლია, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებულის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.
ბიზნეს იდეების კონკურსის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალციხეში. მას გამგებლის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
"აწარმოე საქართველოს" კონსულტანტები უკვე შეხვდნენ ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის მოსახლეობას. დაინტერესებული პირები კონსულტაციებს ასპინძასა და ახალქალაქშიც მიიღებენ.
ბიზნესიდეების რეგისტრაცია 31 მაისის ჩათვლით ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის შემდეგ, საუკეთესო ბიზნესიდეების გამოვლენა მოხდება. გამარჯვებულებს მეწარმეობის შესახებ ტრეინინგი ჩაუტარდებათ, რომელიც ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც მოიცავს.
ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი მონაწილეები პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას მიიღებენ. ერთი პირი 5 000 ლარს, ორი – 10 000 ლარს, სამი კი 15 000 ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.