ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ დაეცა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4604 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4604 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც წინა დღეს მოქმედებდა, 2.4587 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9281 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9443 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0162 ლარი შეადგინა.