ლარის კურსი დაეცა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5206 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5206 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც წინა დღეს მოქმედებდა, 2.4894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0312 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9635 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9443 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა.