გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 14:30 საათამდე შეეზღუდება 907 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ.
11:00-დან 18:30 საათამდე - 1181 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, აბული, ბუზავეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.