ლარი გაუფასურებას განაგრძობს
საქართველოს ეროვნულმა ბანკის ლარის ახალი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი იქნება.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2176 ლარი შეადგინა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6097 ლარია.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.7014 ლარი შეადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს გამოეხმაურა.
"რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამისი სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ეს ასე იქნება. აუცილებლად დასტაბილურდება ლარი. საქართველოს ეროვნულო ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა - თავისას. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით", - განაცხადა მედიას თანმათიკაშვილმა.