NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემა დასაქმებაა
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მთავარ პრობლემად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება, 44 %-ით.
ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 29%-ს აწუხებს. სიღარიბე - 27%-ს, ხელფასები 25%-ს.
სოციალური გაჭირვების ფონზე კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემამ მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალში, მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა 24%-ით.
NDI-ის შეკითხვაზე, გასულ თვეში რამდენი იყო თქვენი ოჯახის შემოსავალი, გამოკითხულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი,
21% ამბობს, რომ 301-500 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა.
17%-ის თქმით, 181-300 ლარი იყო მისი ერთი თვის შემოსავალი.
15%-ის შემოსავალი იყო 501-800 ლარამდე, ხოლო
11%-ის შემოსავალი 180 ლარამდე იყო.
გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ არის უმუშევარი.